ქუთაისში და ბათუმში გრიპის ვირუსით ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ქუთაისში და ბათუმში ორი მამაკაცი გრიპის ვირუსით დაიღუპა. შესაბამისი განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში 27 წლის მამაკაცის ვირუსით გარდაცვალება ლაბორატორიულად დადასტურებულია. ასევე, დღეს დილით დადასტურდა მეორე შემთხვევაც, ბათუმში მამაკაცის ვირუსით გარდაცვალება. ანუ დღევანდელი რიცხვით ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული სამწუხაროდ 15 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ ხვალიდან მიიღებს
შემდეგი სტატიამამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი ელექტროშოკით გათიშა და შემდეგ გააუპატიურა, ბრალს აღიარებს