ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ერთი პირის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულს ეძებენ

ქუთაისში, სამი ადამიანის დაჭრაში ბალდებული მიიმალა. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხაებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“თაიმერი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყეს.

გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი – შ.ყ. გარდაიცვალა.

დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატია“ბალდელ დედებს მეორე ღამის გათენება გვიწევს ღია ცის ქვეშ” – პროტესტის 770-ე დღე ბალდაში