ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ბებიასა და შვილიშვილს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბებიას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ბავშვს კი მსუბუქი ტვინის შერყევა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მოზარდი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, ქალი კი, ფოთის ქუჩაზე მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიების რეგიონულ ცენტრში.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

















