17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ქუთაისში, ბაზრის მიმდებარედ ხანძარი იყო

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ხანძარი იყო.

ცეცხლი გვიან ღამით ბაზრის მიმდებარედ გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ არ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტი დაიწვა, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქცია იყო განთავსებული.

მაღაზიის მფლობელების თქმით, ხანძრის შესახებ გვიან შეიტყვეს, ადგილზე მისულებს კი მაღაზიები დამწვარი დახვდათ.

banner
წინა სტატიაშიბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიისა და საუდის არაბეთის მიმართულებით, ირანის მხრიდან მორიგი იერიშები განხორციელდა
შემდეგი სტატიაBBC: ინგლისში 16 წლამდე პირებს მაღალი კოფეინის შემცველი ენერგეტიკული სასმელების შეძენა აეკრძალებათ