ქუთაისში, ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37 ნომერში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა. ის ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თანხა მოითხოვა. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოახერხა. თავდამსხმელმა აღნიშნულის შემდეგ ობიექტი ისე დატოვა, რომ თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბანკის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირას შეიძლება ველოდოთ ინალ არძინბას თანამდებობიდან წასვლის მერე? – DRI
შემდეგი სტატიავინმე თუ გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური აღარაფერი იქნება ოპოზიციის მხრიდან – იონათამიშვილი შოთაძის გადადგომაზე