21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 სკოლის მიმდებარედ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უწყების ცნობით, მოზარდი მსუბუქად არის დაშავებული.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
შემდეგი სტატიაუამინდობამ ბათუმში პრობლემები შექმნა