29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ქუთაისში ავტომობილიდან დიდი ოდენობით თანხა და ლეპტოპი მოიპარეს

ქუთაისში ავტომანქანა გაქურდეს.  შემთხვევა სერგი მესხის მეოთხე შესახვევის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მეექვსე ატეესის უკან მოხდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ნივთები, მათ შორის ლეპტოპი და ჩანთა მოიპარეს, რომელშიც დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო.

მომხდარი ფაქტი მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციის იუნესკოსთვის წარდგენაზე იმუშავებს
შემდეგი სტატია     ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე