ქუთაისში ავარია მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტომობილი და ველოსიპედი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ველოსიპედს მართავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















