ქუთაისში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა.

თვითმხილველების განცხადებით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი ნაგვის ურნას დაეჯახა, ურნასთან მყოფი ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებული ადამიანი ამ დროისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში 199, 999 ლარის ღირებულების პროექტი დაიწყო
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ივანიშვილისთვის მურუსიძის დაცვას უმძიმესი შედეგები ექნება, ამას მალე ნახავს