ქუთაისში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 60-წლამდე ასაკის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მოხდა. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
შემდეგი სტატიატაჯიკი “საზრიანი” საქართველოს თავშესაფარს სთხოვს