ქუთაისში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომაქანა სწრაფად მოძრაობდა და საჭე ვერ დაიმორჩილა. ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი წარმოდგენილი მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი მზადაა ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს”
შემდეგი სტატიარუსთავში ავტომობილი დაიწვა