ქუთაისში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 16 წლის ბიჭი.
როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევა დღეს გამთენიას მოხდა. არსებული არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა და მათ ავტომობილი დაუკითხავად ჰყავდათ წაყვანილი.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია. მთავარი დეტალების გარკვევას ცდილობს.

















