ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“ გადააფარეს

ქუთაისში მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრებმა ვასილ კიკვიძის ძეგლს პლაკატი წარწერით „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“ გადააფარეს.

​მოძრაობის წევრების თქმით, ვასილ კიკვიძის ადგილი ქუთაისში არ არის.

„სამშაბათს ოფიციალური წერილით მივმართავთ მერიას აიღოს ძეგლი, რომელიც წითელ არმიას უკავშირდება“, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ნიკა დეისაძემ.

კიკვიძის ძეგლი ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ახლოს ე.წ. კიკვიძის სკვერში დგას.

banner
წინა სტატიაშიარ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ გადავეფარებოდი ყველას – დედა სიდონია
შემდეგი სტატიახვალ 14:00 საათზე მანქანის სიგნალების აქცია გაიმართება