ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ქუთაისში ანრი ჯოხაძის კონცერტი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მესხიშვილის თეატრთან, სადაც კონცერტი მიმდინარეობს, აქტივისტები შეიკრიბნენ.

მათ კონცერტზე მისული მსმენელი შეძახილებით: „მონებო, მოღალატეებო“ შეაცილეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე ანრი ჯოხაძის კონცერტი არ უნდა ჩატარებულიყო.

ქუთაისში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები ყოველდღე მერიასთან იკრიბებიან.

banner
წინა სტატიაში“ოქროს ჯვრით” უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვეს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – „ტიკ ტოკთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა დამოკიდებული, ასე რომ, ნახავთ, რას გადავწყვეტ