ქუთაისში ახლგაზრდა კაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ახლგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.

გამოცემის ცნობით, ე.წ. გარადოკში, ბინის მიშენების დროს შენობიდან მამაკაცი გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, ის მაღალი ძაბვის ელექტროგაყვანილობას მიედო და ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი
შემდეგი სტატიატყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა