ქუთაისში 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო

ქუთაისში 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო.

ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა.
როგორც საიას დამკვირვებელი მერი ჩაჩავა აცხადებს, მდივანმა საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და პირადი ნომერი არ მიუთითა.
თავად კომისიის მდივნის სოფო ნიჟარაძის თქმით, შეცდომა მას მექანიკურად მოუვიდა.

“ვაღიარებ, რომ მექანიკურად შემეშალა. ვეღარ მოვასწარი ბოლომდე შევსება ისე ჩააგდო ამომრჩეველმა ფურცელი ყუთში”,- განაცხადა კომისის მდივანმა სოფო ნიჟარაძემ.

banner
წინა სტატიაში“საიას” ინფორმაციით, ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას თქმით, წყნეთში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებენ, 41 ნომერი შემოხაზონ