ქუთაისში 3 კვირის წინ გაუჩინარებული 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც გამოცემა წერს, 32 წლის ქალი დაახლოებით 3 კვირის გაუჩინარებული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ნივთები ბოლოს გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს.

მაშველები სამძებრო სამუშაოებს წყალსა და ხმელეთზეც ახორციელებდნენ. “ინფო იმერეთს” დღეს დაუდასტურეს, რომ ქალის ცხედარი იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კირცხალია BBC-ზე: ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში
შემდეგი სტატია“ალექსანდრე ტერორისტი არ არის და არც ტერორისტული აქტი ჰქონდა ჩაფიქრებული” – ელისაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი