ქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში 21 წლის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სოფო კვარაცხელია 20 ივნისს მძიმე ტკივილებით საავადმყოფოში სახლიდან გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანისას შოკურ მდგომარეობაში იყო. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ექიმებმა ჩვილის გადარჩენა მოახერხეს.

ოპერაცია კლინიკა “ბომონდში” ჩატარდა. მომხდართან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პაციენტი მშობიარობას გადაჰყვა.

“გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “კლინიკა ბომონდში” შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერია საავადმყოფოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგო წარსულში გადაადგილების პრობლემა ქონდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და სიარული შეძლო, თუმცა ორსულობა რისკებთან იყო დაკავშირებული.

გარდაცვლილის ოჯახს ამ დროისთვის მომხდარ ფაქტზე საუბარი არ სურს.

banner
წინა სტატიაში„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა
შემდეგი სტატია“ენმ – ძალა ერთობაშია” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს