ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი 2 ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობისგან განსხვავებით, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200,26 მილიონი ლარია.

ქუთაისი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილია 4 ლოტად. 3 ლოტს, ქართული კომპანია “ბლექ სი გრუპი“ აშენებს, ერთს კი აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანია ჩქაროსნული გზის მშენებლობას დამოუკიდებლად და არა ქვეკონტრაქტორის სახით პირველად ახორციელებს.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე, ახალი 2 ზოლის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება, მოძრაობის საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოფას, მათ შორის დატვირთულ ტურისტულ სეზონზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ერთეული შემთხვევები ვერ მიაყენებს ჩრდილს 40 000 პოლიციელს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ქვეყანას
შემდეგი სტატიასარეზერვო ფონდების არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებია – IDFI