ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ბრალი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი

ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სადაც ბრალი ცნობილ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი. მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად სასამართლოში იმყოფება.
მერაბ კვირიკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ განცხადებას არც ახლა და არც სასამართლოს დასრულების შემდეგ არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ საქმე უკავშირდება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც კვირიკაშვილის მეუღლის და შემხვედრ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანის დაღუპვა მოყვა.

banner
წინა სტატიაშიკიევში Вести-ს რედაქციაში ძალოვნები შეიჭრნენ
შემდეგი სტატიაბიზნესომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა