ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “საქნახშირის” თანამშრომლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ბრალდების საქმეზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, კომპანია “საქნახშირის” თანამშრომლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულებს გამოძიება შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პროცესზე პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვენ. მათივე განცხადებით, ყველა დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცალსახაა – აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა
შემდეგი სტატია“პუტინს რომ მოვეკალი, ვინ დაიცავდა საქართველოს პოზიციებს?” – მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობისკენ მოუწოდებს