ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს, რომ ნანა კოსტავა პარტია „კონსერვატორებიდან“ გარიცხონ. ლატარიას თქმით, ამის შესახებ ის პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს უკვე ესაუბრა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ნანა კოსტავას მხრიდან სიძულვილის ენის ტირაჟირება. ის დეპუტატს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

„კიდევ ერთხელ ვგმობ ნანა კოსტავას იმ ცნობილ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მის ამ განცხადებას ემიჯნება გუნდიც. ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა საკრებულოს, მან დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, ასევე დაატოვებინეს გენდერული საბჭო, სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. მე და ზვიად ძიძიგურს არაერთხელ გვქონდა აღნიშნულის შესახებ საუბარი, მოხდება მსჯელობა ამ საკითხზე და გაირიცხება თუ არა კოსტავა პარტიიდან, პარტიის ლიდერები იმსჯელებენ,“ – განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს არაეთიკური განცხადებები გააკეთა ჟურნალისტ სალომე ბარკერსა და მაია ასათიანზე. ასევე, ზუგდიდში მერის არჩევნების დღეს ერთ-ერთი უბნიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავას ძალით გამოყვანისთვის მან პოლიციელები შეაქო.

banner
წინა სტატიაშიბექა დავითულიანი „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე მტკიცებულებებს შორის ეკლესიიდან ცნობა წარადგინა