ქუთაისის პარლამენტში რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, საპოლიციო რეგიონალური ჰაბის განთავსებაზე საუბრობს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება მომსახურების ცენტრი, რომელიც 50-მდე საპოლიციო სერვისს გააერთიანებს.

“ამ შენობაში იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვესებს შევთავაზებთ დასაველთ საქართველოს მოსახლეობას, რითიც გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვესები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურეობის ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობაზე,”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუტიფარ განცხადებას ვისმენთ მისი მხრიდან – ოთარ კახიძე იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩაშლაზე ბესელიას პასუხობს
შემდეგი სტატიავიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება