ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში სტაციონარული განყოფილება გაიხსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიური პაციენტების ყველა ტიპის სამედიცინო საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს.

ცენტრი უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. დამონტაჟებულია ორი სხივური ამაჩქარებელი აპარატი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რთულად მისადგომი სიმსივნურად დაზიანებული უბნები, მიზნობრივად დასხივდეს.

ცენტრში ელექტროქირურგიული საოპერაციო ბლოკებიც მოეწყო, სადაც მაღალი სირთულის ონკოქირურგიული ოპერაციები გაკეთდება.

პაციენტებს ზედამხედველობას ამერიკელი, გერმანელი და დანიელი ექიმი ონკოლოგები გაუწევენ.

banner
წინა სტატიაშიმჯდომარე ფრენბურთის ნაკრების წევრი სამხედროები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა ბავშვები დალოცა