ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრმა ჩიკაგოდან ქართველი სამედიცინო ფიზიკოსი მოიწვია

სამედიცინო ფიზიკოსი გოჩა ხელაშვილი ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელმაც საბჭოთა კავშირის ბორკილების მოხსნისთანავე საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკეთესი ბედის საძიებლად და ცოდნის გასაღრმავებლად წავიდა. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 1991 წელს ბალტიმორში ასპირანტურაში სასწავლებლად გაემგზავრა, სადაც სამედიცინო ფიზიკის სპეციალობის არსებობის შესახებ შეიტყო და დაინტერესდა. იმისათვის, რომ სასურველ პროფესიას დაუფლებოდა რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა გაიარა. დღევანდელ მაღალ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სამედიცინო ფიზიკა ამერიკაში იმ დროს იწყებდა განვითარებას. გამომდინარე აქედან, სამედიცინო ფიზიკის ასპირანტურაზე მოთხოვნილება არ იყო მაღალი და შესაბამისად მარტივიც არ იყო ერთი პროფესიიდან მეორეზე გადასვლა. სწორედ ამის გამო იგი ჩიკაგოში, ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გადავიდა, სადაც ბიოფიზიკის და სამედიცინო გამოსახულების ფიზიკის განხრით მუშაობდა 1995-დან 2000 წლამდე. აქვე დაიცვა დისერტაცია ბიო ფიზიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის აღარ ფიქრობდა კლინიკურ სამედიცინო ფიზიკის დარგში გადასვლაზე, რადგან თვლიდა რომ ეს გზა მისთვის უკვე დახურილი იყო. მაგრამ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, გვიან არაფერი არ არის. რამოდენიმე წელიწადში მან დაიწყო მუშაობა გამოჩენილი გამომგონებლის და მეწარმის ბატონ ლეონარდ რეიფელის კომპანიაში სამედიცინო ფიზიკასთან დაკავშირებულ პროექტზე, რომელიც მიმდინარეობდა Rush University Medical Center (RUMC) კოლაბორაციით. ბატონი გოჩა მთელი ცხოვრება ბატონ ლეონარდ რეიფელის მადლობელი იქნება, ვინაიდან ამ პროექტში მუშაობამ კვლავ გაუხსნა მას გზა კლინიკურ სამედიცინო ფიზიკაში მუშაობისთვის. მან RUMC-ში 3 –წლიანი რეზიდენტურა გაიარა და კლინიკური სამედიცინო ფიზიკოსი გახდა. ამჟამად, ბატონი გოჩა ჩიკაგოში, Northwestern Memorial Hospital (NMH)-ში თერაპიული განხრით, უფროს კლინიკურ სამედიცინო ფიზიკოსად მუშაობს მის კომპეტენციაში რიგ ექმებთან ერთად სხვადასხვა სიმსივნით დიაგნოსტირებული პაციენტების მკურნალობა შედის. ამასთან, ბატონი გოჩა სამედიცინო ფიზიკის რეზიდენტურის დირექტორია და მის მოვალეობა ექიმი რეზიდენტების და ფიზიკოსი რეზიდენტების განათლების პროცესის ხელმღვანელობაა. „სიმსივნის მკურნალობას მრავალდისციპლინარული მიდგომა სჭირდება. პირველ რიგში ყოველი ტიპის სიმსივნისთვის ყოველკვირეული კონსილიუმი არსებობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქირურგები, სამედიცინო ონკოლოგები, რადიაციული ონკოლოგები, და ა.შ. დიაგნოზიდან და პათოლოგიიდან გამომდინარე დგება ყოველი ახალი პაციენტის მკურნალობის საუკეთესო გეგმა“. მისი თქმით, საქმისადმი ასეთი მიდგომა უკეთესი შედეგის მომტანი და გაცილებით ეფექტურია. ქართველი ონკოლოგები გოჩა ხელაშვილის და რადიაციული ონკოლოგის კრისტინა კიელის ხელმძღვანელობით სტაჟირებას გადიან, ჩიკაგოში, „NMH“-ში. ისინი ეცნობიან ახალ მიღწევებს და შეძენილ ცოდნას უკვე ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში ნერგავენ. ის ახალი თაობის მიმართ დიდი ენთუზიაზმითაა განწყობილი. გოჩა ხელაშვილი იმ გუნდის წევრია, რომელიც „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“, საუკეთესო ონკოლოგიური განყოფილების შესაქმნელად ექიმები წამყვანი კლინიკებიდან მოიწვია. ბატონი გოჩა ევექსის მთავარი სამედიცინო ფიზიკოსია, რომელიც ექიმებთან ერთად ზრუნავს, რათა პაციენტებმა საუკეთესო ხარისხის მკურნალობა მიიღონ. გოჩა ხელაშვილის თმით, დღეს, ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტებს საკმაოდ ხარისხიანი მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ. ცენტრში წარმოდგენილი არიან ახალგაზრდა კვალიფიციური ექიმები, რომლებსაც ჩიკაგოდან მოწვეული რადიაციული ონკოლოგი კრისტინა კიელი ხელმძღვანელობს. მნიშვენოლოვანი ფაქტია ისიც, რომ ბატონი გოჩა და ქრისტინა კიელის თაოსნობით შეიქმნა ფონდი Inga Cancer Foundation, რომელიც ისეთი პაციენტების ონკოლოგიურ მკურნალობას აფინანსებს, რომლებსაც საშუალება არ აქვთ ბოლომდე მიიყვანონ მკურნალობის კურსი. „ჩვენ უკვე 65 პაციენტს გავუწიეთ დახმარება სხივური ტერაპიით, მათ შორის 15 პაციენტს დავუფინანსეთ 40-მდე ქიმიოთერაპიის სესია. ამ ფონდის დახმარებით ქუთაისში აღარ გვყავს არც ერთი პაციენტი, რომელიც ფინანსების გამო ვერ ახერხებს მკურნალობას“. სამომავლოდ ევექსის კლინიკებთან თანამშრომლობის გაგრძელების გარდა ის გეგმავს საქართველოში ჩამოაყალიბოს სამედიცინო ფიზიკოსების სწორი განათლების და სერტიფიცირების სისტემა. ასევე სურს, საქართველოში გაიმართოს კონფერენცია რადიაციულ ონკოლოგიაში, რომელიც შეკრებს ექიმებს და სამედიცინო ფიზიკოსებს საქართველოს ყველა არსებული სხივური თერაპიის ცენტრებიდან. მისივე თქმით, ამ კონფერენციაზე უნდა დაარსდეს საქართველოს სამედიცინო ფიზიკოსების ასოციაცია, რომელმაც სამედიცინო ფიზიკოსების განათლების საკითხი საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – პოლიციამ ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა
შემდეგი სტატია(video) კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა