15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

ქუთაისის მოსამართლემ საჯარო მოხელეთა შეურაცხყოფის მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶-ე მუხლის კონსტიტუციურობის შეფასება მოითხოვა. აღნიშნული მუხლი საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შსს-მ სასამართლოში მოქალაქე ირაკლი კ-ს წინააღმდეგ ოქმი შეიტანა — მას თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუკ-კომენტარში შეურაცხყოფას ედავებოდნენ, რაც 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ციცინო კიკვაძის დასაბუთებით:

სადავო მუხლი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის მე-17 მუხლს.

საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკით, პოლიტიკურ პირებს კრიტიკის მიმართ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვთ.

მკაცრმა სანქციებმა შესაძლოა საზოგადოებაში თვითცენზურა გამოიწვიოს და მოქალაქეებს კრიტიკული აზრის გამოთქმის შიში გაუჩინოს.

მოსამართლე მიუთითებს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს უკვე იცავს 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა) და გაურკვეველია ჩინოვნიკებისთვის სპეციალური, უფრო მკაცრი რეჟიმის შექმნის საჭიროება.

ცნობისთვის, მოსამართლე ციცინო კიკვაძე იმ მოსამართლეთა შორის იყო, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ და მზადყოფნა გამოთქვეს კეთილსინდისიერების შემოწმების (ე.წ. „ვეტინგის“) პროცედურა გაევლოთ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: იმედგაცრუებული ვარ პაველ ჰერჩინსკის ქცევით — ვის, რაში სჭირდება მისი დამტვრეული ქართული
შემდეგი სტატიაპესკოვი: პუტინის G20-ის სამიტზე დასწრების შესახებ საუბარი ნაადრევია