ქუთაისის მერს “ნეპოტიზმის ვარსკვლავი” გაუხსნეს

“თავისუფალი ზონის” წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

 

აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერს “ვარსკვლავი გაუხსნეს”. მათ შოთა მურღულია ნეპოტიზმსა და დაახლოებული პირების მერიაში დასაქმებაში დაადანაშაულეს.
“დღეს გავაპროტესტეთ ის სამარცხვინო ფაქტი, რომელიც ქუთაისის მერიაში ხდება. კონკრეტულად, მერს თავისი კლასელები და უახლოესი გარემოცვა ჰყავს დასაქმებული. გაათავისუფლა უამრავი პროფესიონალი კადრი. იმედია, აგვყვება საზოგადოების ის დიდი ნაწილი, რომელსაც უნდა, რომ ქუთაისს ეს სამარცხვინო ფაქტი ჩამორეცხოს”,- განაცხადა “თავისუფალი ზონის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა მათე აბულაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ქალაქის მერის შოთა მურღულიას კლასელების სია არაერთხელ გასაჯაროვდა და მისი კლასელი მხოლოდ ნოდარ მიქიაშვილია. აღნიშნულ ფაქტს მერია მრავალგზის გამართულ აფსურდის თეატრს უწოდებს.
banner
წინა სტატიაში(VIDEO) დავით ბერძენიშვილი:”რესპუბლიკურ პარტიას ვერ მოგვერევიან”
შემდეგი სტატიათბილისის მოდის კვირეული გაიხსნა თბილისის