ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. უწყების ინფორმაციით, საქმე თაღლითობის ფაქტს ეხება.

სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. გოჩა მ-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშივენეციის კომისიის ექსპერტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდებიან
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება