ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისთვის 87 ათასი 112 ლარი დახარჯა – გოგი წულაია

ქუთაისის მერიამ სარესტორნო მომსახურებისთვის 87 ათასი 112 ლარი დახარჯა – ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს.

წულაია მოუწოდებს მთავრობას, დაანონსებული ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა რეალურად ამოქმედდეს.

„გააკეთონ ის, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, მერია იქნება თუ რაც იქნება, აიპები, მანქანები, ექსკურსიები, მივლინებები, ჭამა-სმა, ეს თანხები შეამცირონ, თორემ ამ ლარს არ შეაჩერებს არაფერი და ეს იქნება საქართველოს დასასრული,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამიას შეუძლია, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოში მშვიდად მივიდეს – თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი ყავლაშვილი – არ არის გამორიცხული, ნიკა გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს