ქუთაისის მერი ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ შოთა მურღულიამ ქუთაისში “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა.

მურღულიას თქმით, მოსახლეობამ ისეთი მაჟორიტარები უნდა აირჩიოს, ვისაც შანსი აქვს, რომ ქალაქს განვითარებაში დაეხმაროს და არა ისინი, ვინც, ხელისუფლებასთან ოპოზიციაში ყოფნის გამო, ქალაქისთვის არაფერს არ ან ვერ გააკეთებს.

“მე მხარს ვუჭერ იმ გუნდის კანდიდატებს, რომელსაც წარმოვადგენ. ამ ქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სჭირდება ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც დაეხმარებიან ქალაქს განვითარებაში, შეიმუშავებენ ქალაქისთვის ინიციატივებს და ექნებათ მათი პარლამენტში გატანის ძალა”, – განაცხადა მურღულიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მივესალმებით ნატო-ს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების შესრულების კუთხით”
შემდეგი სტატიასარფის საბაჟოზე მიმოსვლა შეფერხებულია