ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე იქნება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს. „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან ხსნის.

“თაიმერისთვის” ექსკლუზიურად ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობა ხდება ცნობილი. ის “კლინიკა–ლჯ”–ის, ერთ–ერთი დამფუძნებელი, კარდიოლოგი, კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა ლომინაძეა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა ოქტომბრის ბოლო შაბათს, უნდა გაიმართოს, რაც 31 ოქტომბერია. არჩევნები პროპორციულთან მიახლოვებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით აირჩევა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ გადაწყვიტა, ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმე “გააცოცხლოს”
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობდა 10-ით გაიზარდა