ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეული 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუშიდან 28 დადებითი აღმოჩნდა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და 28 ანალიზის პასუხი დადებითია.

ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული „კოვიდ-19“ დიაგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია.

„ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. რაც შეეხება წყაროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება“, -განუცხადა გოჩა გიორგიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპოლიცია ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგს უწყვეტ რეჯიმში განაგრძობს