ქუთაისის კლინიკა „მედიქალსიტში“ კორონავირუსით დაინფიცირებულს მკურნალობაზე უარი უთხრეს?!

კორონავირუსით დაინფიცირებული  პაციენტი, რომელიც „მედიქალსიტმა“ არ მიიღო, მკურნალობას საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადის.

როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის  კლინიკის მთავარი ექიმი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული და გართულება არ აღენიშნება.
მამაკაცი საჩხერეში ქუთაისის კლინიკა „მედიქალსიტიდან“ დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. თუმცა გაუგებარია, „მედიქალისტში“ მას მკურნალობაზე უარი რატომ უთხრეს, მით უმეტეს, როცა სახელმწიფო აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის ყველა – კერძო თუ სახელმწიფო კლინიკა მზადაა!

ჩნდება ეჭვი, რომ მომაკვდინებელი ვირუსით დაავადებულთა მკურნალობაში შერჩევით პრინციპს აქვს ადგილი. თუ ასე არაა, მაშინ გამოვიდეს მინისტრი ტიკარაძე და ყველაფერი ეს არგუმენტირებულად უარყოს! კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე საქართველოში ევროპიდან 16 მარტს დაბრუნდა.

მამაკაცი თერჯოლაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით ოთხი პაციენტი მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი – სურსათის მიწოდების მთლიანი ჯაჭვი მუშაობს შეუფერხებლად და ეს არის სტრატეგიული ჯაჭვი, რომელიც ასეთ პირობებში უნდა მუშაობდეს შეუფერხებლად
შემდეგი სტატიამთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები, რათა ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას