ქუთაისის ინფექციურში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს. პაციენტი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, 68 წლის მამაკაცი აზრბაიჯანის მოქალაქეა და საქართველოში სწორედ აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ამ დროისთვის სტაციონარში „კოვიდ-19“ დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიპირბადის ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება, რადგან პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს
შემდეგი სტატიაკურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ