ქუთაისის ინფექციურში ორი წლის ბავშვი კორონავირუსის ნიშნებით წევს – ლუგარიდან პასუხი დღეს იქნება

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, შვიდი პაციენტია მოთავსებული.

ანალიზები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. მათ შორის არის ორი წლის ბავშვი, დედასთან ერთად. ისინი იტალიიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ.

ასევე, თვითიზოლაციაში არიან მათი ოჯახის წევრები. ნაწილი ევროპიდან დაბრუნდა, ნაწილს კი შემხებლობა ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფებთან.

ყველა მათგანი საავადმყოფოში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

პაციენტები ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულნი.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერია პოლიეთილენის პარკების გამოყენებისთვის საწარმოებისა და ობიექტების დაჯარიმებას იწყებს