ქუთაისის ინფექციურში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2020 22:22

ქუთაისის ინფექციურში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურში 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ინფორმაცია “თაიმერს” “კლინიკა-ლჯ”-ში დაუდასტურეს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 70 ადამიანს დაუდასტურდა.კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 24, 2020 22:22