ქუთაისის ინფექციურში 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე ხუთი პაციენტის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ “თაიმერს” კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან სამი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი თბილისში გადმოიყვანეს
შემდეგი სტატიაესპანეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა