ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალი კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, – ამის შესახებ “თაიმერს”კლინიკაში განუცხადეს. აღნიშნული მოქალაქე 73 წლისაა. ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა
შემდეგი სტატიათბილისის აზერბაიჯანული თეატრიდან 11 თანამშრომელი გაუშვეს