ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის კვლევის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ამასთან, გუშინ ღამით ქუთაისში თერჯოლიდან გადაყვანილი ინფიცირებული 55 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს. ორ მათგანს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით საკონტროლო ტესტს დღეს გაუკეთებენ. ამასთან, პაციენტებს შორის შვიდს ორმხრივი პნევმონია აქვს. კლინიკის მთავარი ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კრიტიკული არ არის.

ამ დროისთვის კლინიკაში ბათუმიდან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით დედა-შვილს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიაჭარის რეგიონში კორონავირუსი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფ კიდევ ექვს პირს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა