ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. კლინიკის ექიმის ინფორმაციით, სამ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები უკვე მიიღეს და ყველა მათგანი უარყოფითია.

ექიმის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით პაციენტები აღარ ჰყავთ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: მეოთხე პაციენტის მდგომარეობა ახლაც მძიმეა, თუმცა სტაბილურად
შემდეგი სტატიასენაკში ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. სენაკში დააკავეს