ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაცინეტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, კლინიკაში სამი ახალი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს.

ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულებიდან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ხოლო ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა