ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. საშუალო ასაკის ქალს ვირუსი წუხელ დაუდასტურდა. ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

პაციენტი ინფიცირებული მამაკაცის ახლობელია, ისინი საქართველოში 20 მარტს ესპანეთიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში ამ დროისთვის სამი ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ანალიზი ხუთ პაციენტს აუღეს და მხოლოდ ერთი დადასტურდა.

ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომით ხუთი ახალი პაციენტია, მათ ანალიზებს აუღებენ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ნაწილი ინგლისის კლასტერიდანაა, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველი წყარო ცნობილი არ არის
შემდეგი სტატიადღეიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა ჩერდება