ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ექვს პაციენტს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ექვს პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება, მათი ნაწილი კი, სახლში გაეწერება.

ნადირაძის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ დღის განმავლობაში აუღებენ ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

banner
წინა სტატიაშითვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ერთი პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საქართველოში