ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 10 წლის ბავშვია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 4 პაციენტი იმყოფება, მათ შორის, 10 წლის ბავშვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა.

ორი პაციენტი საავადმყოფოში წუხელ გვიან ღამით, ქუთაისის აეროპორტიდან მიიყვანეს. ისინი საქართველოში იტალიიდან დაბრუნდნენ, დედას და შვილს თავდაპირველად ტემპერატურა არ დაუფიქსირდათ. როგორც მოგვიანებით განაცხადეს, მათ თავის ტკივილის წამალი ქონდათ მიღებული.

მეოთხე პაციენტი გერმანიაში იმყოფებოდა. ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, აღნიშნულ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ, ლუგარის ლაბორატორიიდან კი მათი ანალიზების შედეგებს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში ექიმების დაკვირვების ქვეშ 21 პირი იმყოფება
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუზეუმი დამთვალიერებლისთვის დროებით დაიხურა