ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა-აცხადებს “თაიმერთან” კლინიკის მთავარი ექიმი, თეიმურაზ ნადირაძე.

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 იმყოფება, კარანტინში – 4717.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე: საზოგადოებამ აჩვენა ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ღვთის სიყვარულისა
შემდეგი სტატიანიკა მელია: გაუგებარია და საწყენია ერთ-ერთის მხრიდან განცხადებები „იმ ბანაკის შესახებ“