ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

საუბარია ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. შესაბამისად, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტი რჩება. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ კაცს, მას, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში გამოკვლეული 30 პაციენტიდან დღეს ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ცხოველის მიმართ განხორციელებული სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა