ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა 6 კი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა 6 კი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 58 პაციენტი მკურნალობს.
“კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 58 პაციენტი, მათგან 2 კრიტიკულად მძიმეა. 24 საათის განმავლობაში გავწერეთ 6, მივიღეთ 3 პაციენტი”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა ჯამში 154-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : ყველაზე მეტად საყურადღებოა სამი რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი, სადაც დღეს კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“ლელოს ხედვა – ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალი” -“ლელომ” პროგრამა წარადგინა