ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ინფიცირებული შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ.
” 24 საათის განმავლობაში ახალი პაციენტები არ მიგვიღია. გვყავს 7 გამოჯანმრთელებული, მათ კლინიკიდან დღეს გავწერთ”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 53 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობას.
კლინიკა ჯამში 110-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმანუჩარ კვირკველია:ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება სპორტულ მოედანს მიღმა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: სანამ „ოცნება“ და „ნაციონალები“ არიან, ქვები და ჯოხები არ დასრულდება