ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში “კორონავირუსის” ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში “კორონავირუსის” ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის. ასაკოვან ქალბატონს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათევსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას “კოვიდ -19 ” დაუდასტურდა. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში “კორონავირუსის” დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ალბათ იმიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ
შემდეგი სტატიაგორში კორონავირუსი ჰოსპიტალის ექთანს დაუდასტურდა