ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული, 21 წლის გიორგი ჩოკორაია დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევას გიორგის მამის, 50 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ჩხოროწყუს მკვიდრები იყვნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
















